Chamrtveli-Saxli
AVTOMATUS
CHAMRTVELEBI
KNX
SAXANDZRO
MEXAMRIDI
SXVU
SALE
main 16
TEST5
TEST3

გააკეთე ფულის ეკონომია

   როგორც მსოფლიოს პირველი მილიარდელი ჯონ როკფელერი ამბობდა, გააკეთე ფულის ეკონომია, ეძებე ადგილი სადაც შეიძლება იყიდო იაფად. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ხარისხიანი მომსახურეობა იაფად. ხარისხი ნიშნავს რაიმეს სწორად კეთებას მაშინაც კი, როცა არავინ გიყურებს ჰენრი ფორდი.

 საქართველოს კანონი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ, გვავალდებულებს ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსებას, უსაფრთხოებას განაპირობებს ტექნიკური რეგლამენტი ან სტანდარტი. ამ მოთხოვნებთან შესაბამისობაში გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს კონკურენტუნარიან ფასებში.

 

 

 

 

საუკეთესო შემოთავაზება ჩვენი კომპანიისაგან!

 ჯეო ელექტრიკ-ი ბაზრის ლიდერი ენერგეტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოფიების სფეროში. გთავაზობთ ოპტიმიზირებულ, კოორდინირებულ სისტემებს და გადაწყვეტილებებს კერძო, კომერციულ და სამრეწველო დანიშნულების სამშენებლო ობიექტებისთვის.

     KNX არის ყველაზე პროგრესული კონცეფცია ადამიანისა და სივრცის ურთიერთობაში, როცა ავტომატიზირებულ რეჟიმში, გარე და შიდა პირობების გათვალისწინებით, ყალიბდება და იხვეწება ყველა საინჟინრო სისტემა და ელექტროხელსაწყოების მუშაობის პრინციპები. სადაც მომხმარებელი საზღვრავს თუ  როგორი მოწყობილობები აირჩიოს, სად განალაგოს, რა ამოცანები დაუსახოს და როგორ შეასრულონ დავალებები. ამავდროულად გთავაზობთ SLV CONTROL-ის სისტემებს უკვე გარემონტებული სახლის პირობებისთვის.

    ჩვენი მაღალკვალიფიციური კადრები და ავსტრიული ბრენდის Schrack-technik-ისა და  Schrack-seconet-ის  პროდუქცია,გვაძლევს საშუალებას ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებით, განვახორციელოთ, ელექტრომომარაგების, განათების, მიკროკლიმატის( გათბობა, ვენტილაცია, კონდენცირება), უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სისტემების მონტაჟი და მართვა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას და ენეგორესურსების ეფექტურ ხარჯვას.

 

თქვენი საიმედო პარტნიორი

 ვართ კომპეტენტური და საიმედო პარტნიორი ელექტრო მაღაზიების და ტრეიდერების, მშენებლების, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის, პროექტანტების, არქიტექტორების, ლანდშაფტისა და დეკორატიული გამწვანების დიზაინერების, ინტერიერის, ექსტერიერის, შიდა და გარე განათების დიზაინერებისა და ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის.    

   

პრევენცია ჩვენი უსაფრთხოებისათვის

ჩვენი უსაფრთხეობისათვის ელექტრო მომარაგება-განაწილების, სუსტი დენების, სახანძრო შეტყობინებების სისტემების უზრუნველყოფის გარდა, გარემო პირობებიდან გამომდინარე საჭიროა გამოვიყენოთ მეხდაცვისა და დამიწების სისტემები. მეხდაცვის სისტემების  პროექტირების პროცესში მთავარი პირობაა გამართული კონცეფცია. მსოფლიო ბაზრის ლიდერი ამერიკული კომპანია ERICO და ჩვენ გთავაზობთ აქტიური მეხდაცვისა და დამიწების  სისტემების ინდივიდუალურ მომხმარებელზე გათვლილ კონცეფციას, პროექტს და  პროდუქციას.

პარტნიორები